WALL STREET JOURNAL: ამერიკული სანქციების გამო, ჩინეთმა ირანულ ნავთობზე უარი თქვა

WALL STREET JOURNAL: ამერიკული სანქციების გამო, ჩინეთმა ირანულ ნავთობზე უარი თქვა

მერიკული სანქციების გამო, ჩინეთმა ირანისგან ნავთობის შეძენა შეწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, ჩინეთის მსგავსად ირანულ ნავთობზე უარი თქვეს საბერძნეთმა, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა და თურქეთმაც.
სწორედ ამ ქვეყნებში ახორციელებდა ნავთობის ყველაზე დიდ ექსპორტს ირანი.

კერძოდ, მარტში ირანი აღნიშნულ სახელმწიფოებში დღიურად 1,6 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა.

„ეკონომიკური“ ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცოტა ხნის წინ გამწვავდა.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანზე ეკონომიკური ემბარგო ამოქმედდა.

სანქციები ირანთან ყოველგვარ ბიზნეს კავშირს კრძალავს, როგორც აშშ-სთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვისაც.

ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე, ირანში უმძიმესი რეცესიაა; 2018 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა.

ექსპერტები მიმდინარე წელს ეკონომიკის 5%-ით ვარდნას ვარაუდობენ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები