“ვურჩევდი, რომ დღის წესრიგი შეცვალონ, ცოტა კონსტრუქციულ რელსებზე გადმოვიდნენ და ხელისუფლებას ოპონირება სხვა ტაქტიკით გაუწიონ“

“ვურჩევდი, რომ დღის წესრიგი შეცვალონ, ცოტა კონსტრუქციულ რელსებზე გადმოვიდნენ და ხელისუფლებას ოპონირება სხვა ტაქტიკით გაუწიონ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სჯობს, ოპოზიცია სხვა დღის წესრიგზე გადაეწყოს და ხელისუფლების ოპონირების სხვა ტაქტიკა აირჩიოს.

“გიგა ბოკერია რომც ფიქრობდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სჭირდება, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია და ვერსადაც ვერ გამოვა. მეორეც, როგორც გიგა ბოკერია, ისე მთელი ოპოზიციური სპექტრი უკვე წლებია, ყოველი არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს და ამ საუბარს არ მოჰყვება არანაირი შედეგი. თავად ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ აღწევს. შესაბამისად, ერთსა და იმავე წრეზე სიარულსა და ამ დღის წესრიგით ცხოვრებას არავინ აპირებს. მათაც ვურჩევდი, რომ დღის წესრიგი შეცვალონ, ცოტა კონსტრუქციულ რელსებზე გადმოვიდნენ და ხელისუფლებას ოპონირება სხვა ტაქტიკით გაუწიონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპულმა საქართველომ” ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 10-პუნქტიანი ხედვა წარადგინა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები