ვფიქრობ, რომ გამაერთიანებელი მუხტი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე რაღაც დაპირისპირების ელემენტები-ვოლსკი

ვფიქრობ, რომ გამაერთიანებელი მუხტი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე რაღაც დაპირისპირების ელემენტები-ვოლსკი

ვფიქრობ, რომ გამაერთიანებელი მუხტი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე რაღაც დაპირისპირების ელემენტები, – ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები.

დეპუტატი აცხადებს, რომ 116-ივე ადამიანს ამა თუ იმ საკითხზე ერთი და იგივე აზრი ვერ ექნება.

„სიტუაცია იმდენად დაძაბული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ მუშაობა საჭიროა, 116 ადამიანია, ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება, იგივე საკითხზე ყველას ერთი და იგივე შეხედულება ვერ ექნება, მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში შემავალი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფი, თუნდაც პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები ფიქრობდნენ იმაზე, რომ ვინმე სადმე უნდა გადადგეს ან ჩვენ ერთობას რამე უნდა დაემუქროს. ვფიქრობ, რომ გამაერთიანებელი მუხტი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე რაღაც დაპირისპირების ელემენტები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები