ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ინაუგურაციას – პატრიარქი

ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ინაუგურაციას – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს.

„მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“,- ბრძანა ილია მეორემ.

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები