ვოლსკის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს, რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს.

ვოლსკის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს, რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს.

უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს, რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს.

მისი თქმით, მადლობა უნდა ვუთხრათ ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა.

“ვფიქრობ არ იქნება ადვილი აშკარა ხარვეზების გამოსწორება. ამასთანავე ამოსავალი წერტილი ისაა, რომ გენერალური გეგმის პროექტის ავტორების და კახას მიერ თბილისელებისათვის მიცემული პირობის პათოსი ემთხვევა ერთმანეთს – ჩვენ ჯანსაღ, ევროპული სტანდარტების ქალაქში უნდა ვიცხოვროთ. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს. სჩანს, რომ მერია ამისათვის მზადაა. რაც შეეხება ოპონენტების ისტერიულ განცხადებებს, ისინი დღემდე სრულიად უსაფუძვლო და სკანდალზე ორიენტირებული იყო. მადლობა ვუთხრათ ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა“,- აცხადებს ვოლსკი.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „სითი ინსტიტუტს“ მიეცა ვადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულოს. საბოლოო დოკუმენტაცია 1-ელ ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები