ვოლსკი ოქუაშვილზე: რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 8 საათია

ვოლსკი ოქუაშვილზე: რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 8 საათია

ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას დაცვის ერთადერთ საშუალებად დარჩა სკანდალური განცხადებების გაკეთება, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
“მე ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას დაცვის ერთადერთ საშუალებად დარჩა სკანდალური განცხადებების გაკეთება, რომელსაც ადვილად აიტაცებენ ხოლმე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზეა მთელი ორიენტაცია გადასული. საფრანგეთში, ინგლისში იქნება თუ სხვაგან, საქართველოს ბიზნესმენების მიმართ აქვს დამოკიდებულება, რამაც განაპირობა საქართველოში არბიტრაჟის საერთაშორისო სასამართლოს ფილიალის შექმნაზე მიღებული გადაწყვეტილება და ეს არის ალბათ, ყველაზე კარგი ინდიკატორი და ყველაზე კარგი პასუხი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს.
ძალიან უშნო ოპერაციაა ჩატარებული, შექმნა უცნაური ორგანიზაცია, შემდეგ გადმორიცხა ფული, შემდეგ იქ ჩანთებით ფული გაიტანა და კითხვები თუ არსებობს, ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც აკანკალებული ხელით რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 8 საათია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები