ვოლსკი ოქრუაშვილის განცხადებაზე: კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო

ვოლსკი ოქრუაშვილის განცხადებაზე: კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო

“ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს სჭირდება ან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება და კითხვებისგან თავის არიდება, ან რაღაც დიდი ვალი აქვს „ნაციონალური მოძრაობისა“, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე აღნიშნა.
„ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს – იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა მაშინ, მეორეს უთხარი იგივე, ოღონდ პირიქითო. დაახლოებითი ასეთი შეფასება შემიძლია, გავაკეთო. კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს სჭირდება ან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება და კითხვებისგან თავის არიდება, ან რაღაც დიდი ვალი აქვს „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელმაც დაიჭირა, უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. რეალურად, საქმე რასთან გვაქვს, ვერ გეტყვით. ბევრი განცხადება გააკეთა როგორც თვითაღიარების, ასევე – თვითლუსტრაციის. ოქრუაშვილი საუბრობს, რომ „რეკეტის“ სისტემა ჰქონდა აწყობილი და სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა „რუსთავი 2“ ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ამასაც დამტკიცება სჭირდება, რაც არ უნდა, თვითლუსტრაცია იყოს. პროკურატურის ნაცვლად ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ სატელევიზიო ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა:
„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს, „რუსთავი 2-ის“ ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა?ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – აღნიშნა მან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები