ვლადიმერ პუტინმა გუშინ, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეფასა

ვლადიმერ პუტინმა გუშინ, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეფასა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეფასა. ამის შესახებ პუტინმა სირიაში მებრძოლი რუსი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

“თქვენ იცით, რომ გუშინ სანქტ-პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა”, – თქვა პუტინმა.

27 დეკემბრის საღამოს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რომლის სიძლიერე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

რუსული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სუპერმარკეტში, როგორც მყიდველი ისე შევიდა და ზურგჩანთა შემნახველ საკანში დატოვა. ნახევარი საათის შემდეგ კი მაღაზიაში აფეთქების ხმა გაისმა. ეჭვმიტანილის კადრები გამოცემა Фонтанка-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები