ვლადიმერ იმნაძემ 100 წლის ვეტერანს ქალთა დღე მიულოცა

ვლადიმერ იმნაძემ 100 წლის ვეტერანს ქალთა დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მისმა მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ, თანამშრომლებთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს, მარია სიბაშვილს, დაბადების 100 წლის იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მარია სიბაშვილს საჩუქრები გადასცეს.

ვეტერან ქალბატონს დაბადების დღე და 8 მარტი ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მიულოცეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები