ვლადიმერ ბოჟაძე – მიშელის დოკუმენტის ანულირებამ კიდევ ერთი შედეგი მოიტანა, გიორგი გახარია ფუნქციის გარეშე დარჩა

ვლადიმერ ბოჟაძე – მიშელის დოკუმენტის ანულირებამ კიდევ ერთი შედეგი მოიტანა, გიორგი გახარია ფუნქციის გარეშე დარჩა

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის დუკუმენტის ანულირებით ქვეყანას კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი აარიდა.

,,შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ,,ქართულმა ოცნებამ” ქვეყანას ააშორა კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი, დაახლოებით იგივე სცენარი რაც 2020 წელს ვიხილეთ, თუმცა ანულირებამ კიდევ ერთი შედევი მოიტანა, გიორგი გახარია დარჩა ფუნქციის გარეშე. მის გუნდს რომ კითხო რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება, თურმე ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაუკარგავს, ალბათ 18 თებერვალს გახარიას თანამდებობიდან და პასუხისმგებლობიდან გაქცევით დაკარგა, თორემ მანამდე მის გუნდს არაფერი უთქვამს, მეტიც გადადგომიდან 1 თვის მერე გაახსენდათ ვინ ჩაწერა სიაში და გაემიჯნენ პარტიას – წერს facebook – ზე ვლადიმერ ბოჟაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები