ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, დღეს არ დგას-მიხეილ ჯანელიძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, დღეს არ დგას-მიხეილ ჯანელიძე

წარმოიშვა გარკვეული კითხვები, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, დღეს არ დგას, – აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“მე მქონდა საუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე ვესაუბრე გერმანიის კანცლერის სამსახურს და ბუნდესტაგის წევრებს. ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ,”- განაცხადა ჯანელიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები