ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შრომის გაკვეთილების აღდგენასთან
ალექსანდრე ჯეჯელავა – პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთი მეთოდი შრომის გაკვეთილების აღდგენა იქნება ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შრომის გაკვეთილების აღდგენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, შრომის გაკვეთილების საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროექტის მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს 90%-ზე მეტი სტუდენტების არის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ 10%-ზე ნაკლებია პროფესიულ სასწავლებლებში. ერთ-ერთი მეთოდი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის იქნება სწორედ, შრომის ანუ ხელობის გაკვეთილების აღდგენა. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პროფესიული კოლეჯები განახორციელებენ. ანუ კოლეჯის წარმომადგენლები მივლენ სკოლაში და თავის პროგრამებს აჩვენებს ბავშვებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით და შესაძლო ალტერნატივად განიხილონ პროფესიული განათლება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მსგავსი სიახლეები
სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო -დავით ბაქრაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეითსს შეხვდა

„ერთადერთი გზა, რომ დაცული ოყოს აფხაზების ენა და იდენტობა, არის ჩვენთან ერთად საერთო ევროპული გზით მოძრაობა“-ქეთევან ციხელაშვილი

ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებზე: “ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილება ისე მიიღოს, არ ეშინოდეს
