“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით ე.წ წითელი ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით  ე.წ წითელი ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით  ე.წ წითელი ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე, რომელმაც ერთი ნომერი სტეფანესთან ერთად შეასრულა. ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც “ვითიბი ბანკს” მხარდაჭერისთვს მადლობა გადაუხადა.
განახლებული პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე და დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.
პარკის გარშემო, დაახლოებით, 700-მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი მოეწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები