“ვისი შიმშილი აჯობებს: “ნაციონალების“, თუ მე და გურამ გირგვლიანი რომ დავიხოცებით შიმშილით, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს“

“ვისი შიმშილი აჯობებს: “ნაციონალების“, თუ მე და გურამ გირგვლიანი რომ დავიხოცებით შიმშილით, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს“

მოკლული ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული მასობრივი შიმშილობის აქცია გაგრძელდება, შიმშილობას წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული ადამიანებიც დაიწყებენ.

როგორც რობაქიძემ განაცხადა, მათი მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასჯა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით რობაქიძემ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვისი შიმშილი აჯობებს, „ნაციონალების“, თუ მე და გურამ გირგვლიანი რომ დავიხოცებით შიმშილით, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ამ ხალხს ვერ ვიშორებთ. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისგან დაზარალებული და გაუბედურებული ხალხი ვპირდებით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორ უნდა შიმშილობა, ვაჩვენებთ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ალბათ, რამდენიმე ადამიანი დავსხდებით, დავიწყებთ შიმშილს და რამდენი აგვყვება, მაგასაც ნახავენ „ნაცებიც“ და „ოცნებაც“ . თუ მათი შიმშილობა გაგრძლედება, თუ მოიცავს იმას, რასაც „ნაციონალები“ ამბობენ, რომ თურმე, მთელი საქართველო საშიმშილოდ დაჯდება, მაშინ ჩვენც დავიწყებთ შიმშილობას. შიმშილობას დავიწყებთ იმის მოთხოვნით, რომ დაისაჯოს რეჟიმი და ეს პარტია გაუქმდეს. ამას ბოლომდე გავყვებით.
მინდა, ქალბატონ პრეზიდენტს ვუთხრა: შერიგებაზე ლაპარაკობთ, ვის ესაუბრებით შერიგებაზე? გამაგებინეთ. რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო. ბევრი ადამიანი დაუსჯელი დადის. ვინ შეურიგდება მათ? არავინ. გამოსვლები როგორი იქნება და რამდენი ხახლი გამოვა, მაგას ნახავთ. გუშინ მიტინგზე რამდენი ადამიანი იყო? ხალხი არ ჰყოფნით, იმიტომ აცხადებენ შიმშილს. ურჩევნიათ, იშიმშილოს 100-მა კაცმა იმიტომ, რომ ხალხი გარეთ ვერ გაჰყავთ”, – განაცხადა რობაქიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები