“ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები “

“ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები “

“ფაიზერის” ვაქცინის წინ ჩასატარებელ ჩეკლისტში არის კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი კოსმეტიკურ ფილერს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნულ ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, რაც არ ნიშნავს ანაფილაქსიური შოკის საფრთხეს, მაგრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება მათში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს.

“ერთი კითხვა დაემატა “ფაიზერის” ჩეკ ლისტს. თუ არ ვცდები, 12 თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან.
ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, ფილინგებს რასაც ეძახიან…

ფილერები, დიახ. ეს დაემატა კითხვარს, რადგან, ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას”, — განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები