ვიქტორ ყიფიანი: ჩვენს მოსახლეობას ძალიან რთული და დამახასიათებელი არჩევანის გაკეთებამ მოუწია

ვიქტორ ყიფიანი: ჩვენს მოსახლეობას ძალიან რთული და დამახასიათებელი არჩევანის გაკეთებამ მოუწია

ჩვენ ძალიან უცნაური საარჩევნო პროცესი გავიარეთ. ძალიან რთული და დამახასიათებელი არჩევანის გაკეთებამ მოუწია ჩვენს მოსახლეობას – ალბათ ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ ადგილობრივი არჩევნების პროცესში ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხარის მხრიდან უშუალოდ ადგილობრივ პრობლემატიკაზე კონკრეტული პროექტები და პროგრამები და მეორე მხრიდან ვიხილეთ პროცესი, რომელსაც ძალიან რთულია საარჩევნო დაარქვა და ძალიან მცირე კავშირი აქვს არჩევნებთან, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობამ ასევე იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ზომაზე მეტად იყო წარმოჩენილი ამ პროცესში.

„ეს არის ძალიან უნიკალურო მოვლენა და ამასთან დაკავშირებით რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა: ის ქვეყანა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას გვეფიცება, რამდენად ნორმალურად მიაჩნია მას ასეთი ჩარევა და ერთი წამით რომ წარმოვდგინოთ, რომ ჩვენი მოქალაქე ან პოლიტიკური სპექტრი ისევე ერეოდნენ იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში. ვფიქრობ, ამ საკითხს ერთელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი და საამისოდ არის კონკრეტული დიპლომატიური არხები და ეს საკითხი უდნა გაჟღერდეს სათანადო ფორმატით, შინაარსით“, – განაცხადა ვიქტორ ყოფიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები