ვიოლა ფონ კრამონი ნაცმოძრაობაზე – პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი

ვიოლა ფონ კრამონი ნაცმოძრაობაზე – პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი

პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ძალიან სამწუხაროა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, არ მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელს უწყობს საქართველოს უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები