ვინც რაიმე ღირებულს წარმოადგენს ქალაქთან დაკავშირებით და ექნება კარგი ხედვა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის-კალაძე

ვინც რაიმე ღირებულს წარმოადგენს ქალაქთან დაკავშირებით და ექნება კარგი ხედვა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის-კალაძე

ვინც რაიმე ღირებულს წარმოადგენს ქალაქთან დაკავშირებით და ექნება კარგი ხედვა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის,-აღნიშნული განცხადება თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
კალაძის თქმით, ყველა ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს.
„ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიკეთე უნდა ამ ქალაქისთვის,ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პოროექტი ქალაქთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენი კარი იქნება ღია. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად გამჭირვალეები ამ პროცესში და ყველა ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში. შეიძლება ეს იყოს ალეკო, შეიძლება ეს იყოს ჩემი ყოფილი ოპონენტი. ვინც რაიმე ღირებულს წარმოადგენს, ექნება კარგი ხედვა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის,-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მერიის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კატეგორიები: Uncategorized, პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები