“ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად საუბრობენ”-ბესელია

“ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად საუბრობენ”-ბესელია

“ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად საუბრობენ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. ის ფიქრობს, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, ყველამ თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს, რითიც გამოჩნდება თუ ვინ უჭერს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ვერსიებს მხარს.
“რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, სხვა კოლეგა ან მდინარაძე, ეს გასაგებია, რომ იმ ჯგუფის პოზიციაა, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი ამ პროცესის და ამ სიის მიმართ. ყველამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია საჯაროდ, უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად საუბრობენ, რომელიც მხოლოდ მე ვიცი. უმჯობესია მათ ჰკითხოთ, დაუჭერენ თუ არა მოსამართლეების სიას მხარს და გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რაც მოიფიქრა კობახიძემ, რომელიც ცრუ ვერსიაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები