“ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა, იმ ხალხს პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში”

“ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა, იმ ხალხს პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში”

პარტია “მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციიდან თითქმის ყველა ამბობს, რომ პარლამენტში შესასვლელად მზად არიან, თუმცა, როდესაც “მოქალაქეებმა” გააკეთეს მსგავსი განცხადება, “ლამის ჯვარს აცვეს”. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის და მისი პარტიის წევრები ტყუილად გააკრიტიკეს.

ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით, ლამის ჯვარს გვაცვეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ, რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც.

იმიტომ, რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო. და ამიტომ, ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა, ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა, იმ ხალხს, რა თქმა უნდა, პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები