“
ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ მიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით. ეს ორი საკითხი იმსიიდანაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით მათ ჩასასწორებლად.ამასთან, ეს ის ორი საკითხია, რომელიც ვალდებულებად აიღო “ქართულმა ოცნებამ”, რომ შეასწორებდა. კონსტიტუციის ასეთი სწრაფად და ასეთი დინამიკით მიღება, ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, ვიტყოდი, რომ არაორდინარულია. ის, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი უკვე ყველა თანხმდება – კონსტიტუციის მიმღები “ქართული ოცნებაც”. ვფიქრობ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან.
”
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“ჩვენ არ ვაპირებთ, 200 „ნაციონალს” დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით ეს ყველაფერი დასრულდება”

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც ოკუპაციასთანაა დაკავშირებული
