„ვეტერანებმა მთხოვეს, გამარჯვების შემთხვევაში, მათი ლობისტი ვიყო პარლამენტში, რაც დიდი და პასუხისმგებლობაა“

„ვეტერანებმა მთხოვეს, გამარჯვების შემთხვევაში, მათი ლობისტი ვიყო პარლამენტში, რაც დიდი და პასუხისმგებლობაა“

„ძალიან თბილი და საინტერესო შეხვედრა მქონდა სამგორის რაიონის ე.წ. სამხედრო ჩასახლების ვეტერანებთან და მათი ოჯახის წევრებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ვეტერანებმა სთხოვეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი ლობისტი იყოს პარლამენტში, ერთი მხრივ დიდი პატივია და მეორე მხრივ ეს დიდი პასუხისმგებლობა.

„ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და თავისუფლება. ჩემთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ვეტერანებმა მთხოვეს, ვიყო მათი ლობისტი პარლამენტში, რაც ერთის მხრივ დიდი პატივია ჩემთვის და მეორეს მხრივ ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. მადლობა მათ დიდი ნდობისთვის!“, – წერს სოზარ სუბარი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები