ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ჩემი ცხოვრების მანძილზე-ნუგზარ ჭონქაძე

ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ჩემი ცხოვრების მანძილზე-ნუგზარ ჭონქაძე

მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ნუგზარ ჭონქაძის თქმით, ის უარყოფს ოზოპიციის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს და ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მას ბრალი წაუყენა, არ იციან მისი პრიროვნება და ცხოვრების სტილი:

“ამას არ ვიზიარებ. უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ჩემი ცხოვრების მანძილზე. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს”.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჭონქაძე ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა ფეისბუკში.

იმის გამო, რომ სავარაუდოდ, თანამდებობის პირს ეხება აღნიშნული განცხადებები საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამონარიდს ფეისბუქპოსტიდან, რომელიც qartuliazri.ge-მ გაავრცელა:

“ჯერ იყო და პიდარასტები არ ვართ, პედერასტია სამედიცინო ტერმინიაო. კაი იყავით – დავეთანხმეთ. მერე არა, პედერასტები არ ვართ, ცისფერები ვართო. კაი ჯანდაბას თქვენი “თავი”, იყავით ცისფერები-თქო… ჩამოყალიბდით რა ბოლო-ბოლო, ვინ ხართ, რა დაგიძახოთ და მოათავეთ რა! და “ვაბშე” ტერმინი თემი იცით საერთოდ რას ნიშნავს?! თქვენ თვითონვე გიტყდებათ ეგ ამბავი და აღარ იცით რითი “გაკეთილშობილდეთ”.

ჭონქაძემ 16 ნოემბერს დაადასტურა, რომ სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ფეისბუკანგარიში მას ეკუთვნოდა:

“ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები