“ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, რომ მისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს”-კახა კალაძე

“ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, რომ მისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს”-კახა კალაძე

“ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, რომ მისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს”, – ეს განცხადებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგარემონტებული ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გააკეთა.

კალაძის თქმით, მერია დეტალურად ამოწმებს ყველა ობიექტს თბილისში – ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. მისივე თქმით, მეტრო ვარკეთილის შემთხვევაში სახეზეა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა, ზოგადად კი უხარისხო მუშაობის შედეგები უკვე იჩენს თავს:

“ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებსაც დროულად უნდა გაეცეს პასუხები. როგორც ვიცი გამოძიება უკვე დაიწყო. არ მინდა ხმამაღალი დასვკნების გაკეთება, რომ არ შევიდე შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ დავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი.”

რაც შეეხება კალაძის მცდარ განცხადებას, თითქოს ახმეტელის მეტროც იმავე კომპანიამ გაარემონტა, რომელმაც მეტრო ვარკეთილი, მერის თქმით, “კომპანიას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა იქაც შეკიდული ჭერია გაკეთებული, რაც არ შეიძლება.”

ახალგარემონტებულ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა. ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელია. კახა კალაძის თქმით, დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ჯანდაცვას სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები