,,ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე

,,ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინა დასკვნაც პოზიტიური იყო.
“ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იმ დასკვნაში იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან სრულიად არის თავსებადი, განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს მოქმედებს”,- განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები