ვენესუელის წყალმომარაგებაში შეფერხებაა, რის გამოც კარაკასის მცხოვრებლები წყალს დაბინძურებული მდინარიდან სვამენ.

ვენესუელის წყალმომარაგებაში შეფერხებაა, რის გამოც კარაკასის მცხოვრებლები წყალს დაბინძურებული მდინარიდან სვამენ.

ვენესუელის წყალმომარაგებაში შეფერხებაა, რის გამოც კარაკასის მცხოვრებლები წყალს დაბინძურებული მდინარიდან სვამენ. წყლის მიწოდება დედაქალაქსა და რამდენიმე დიდი ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვამ გამოწვია. დენი ვენესუელაში უკვე მეექსვე დღეა არ აქვთ.

კარაკასში დაბინძურებულ მდინარესთან მიმავალი მოქალაქეების შეჩერება პოლიციამ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ვენესუელაში ენერგეტიკული კრიზისის გამო, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდება. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ საავადმყოფოებში პროდუქტები და ჰუმანიტარული დახმარება მიიტანონ.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვიდან დღემდე საავადმყოფოებში თირკმლის უკმარისობით, 20 პაციენტი გარდაიცვალა. მადუროს მთავრობა ამ ცნობებს უარყოფს.

სიტუაცია ვენესუელაში 12 მარტს გაუარესდა, როდესაც კარაკასის შემოგარენში რამდენიმე ელექტროსადგური აფეთქდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის თქმით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ხელოსნებმა ტრანსფორმატორების შეკეთება ვერ შეძლეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები