ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ.

ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ.

ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. აეროპორტში  სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი, romelTa raodenoba 239 – ს შეადგენდა, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც სასტუმროებში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასსა” და „ივერია ინნში” მოწყობილი.
ბერლინიდან დაბრუნებულების საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის” გენერალურ მენეჯერ ფრედ სმიტსთან ერთად. „რაკია ჯორჯიას” მფლობელობაში მყოფმა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის” ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო 200 ნომრით სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

„გრძელდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავხვდით და ვმასპინძლობთ ბერლინდან ჩამოსულ 140-მდე მოქალაქეს. თითოეული მათგანი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ჩვენ ამ ადამიანებს ვმასპინძლობთ სასტუმროში, რომელიც მათ მისაღებად მზად არის. ადგილზე მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საკარანტინო სივრცეში იმ სტანდარტების დაცვას, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ,” – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მხარს ვუჭერთ მთავრობას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების პროცესში. კარანტინში მყოფ პირებს ჩვენ  ვუზრუნველყოფთ ოთახებითა და სამჯერადი კვებით სრულიად უფასოდ. სასტუმროს  თანამშრომლები მზად არინ  მათ მომსახურება გაუწიონ. ამ ფორმით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანას”, – განაცხადა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის” გენერალურმა მენეჯერმა, ფრედ სმიტსმა.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები