ვარლამ გოლეთიანი – ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც

ვარლამ გოლეთიანი – ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც

ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანმა გუმათის დასახლებაში, პოლიციის მიერ მოწყობილ რკინის ღობესთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ დღესაც იგივე გეგმა აქვთ, რაც ჰქონდათ გუშინ.

„ზოგადად, ასე დავგეგმეთ, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს და ეს ბრძოლა არ დამთავრდება საზოგადოების სასარგებლოდ, აქ იქნება აქცია. ყოველდღიურად, საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და მათ შორის, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც მშვიდობიანი ფორმით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები