“ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია გაგრძელდება”

“ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია გაგრძელდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზების საქართველოში ჩამოტანას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებელთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში განათავსეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები