“ვაქცინაციის ტემპი კიდევ მეტად რომ გაიზარდოს, ჩვენ გვჭირდება დღეში, სულ მცირე, 30 ათასი აცრა”

“ვაქცინაციის ტემპი კიდევ მეტად რომ გაიზარდოს, ჩვენ გვჭირდება დღეში, სულ მცირე, 30 ათასი აცრა”

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობა საშუალოდ 10 500-მდეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებული ოდნავ არის მომატებული და საჭიროა მისი კიდევ უფრო გაზრდა.

ვაქცინაციის ტემპი კიდევ მეტად რომ გაიზარდოს, ჩვენ გვჭირდება დღეში, სულ მცირე, 30 ათასი აცრა. ეპიდსიტუაციის გარკვეული პოზიტიური დინამიკა არის. აცრებიც ძალიან მცირე, მაგრამ პოზიტიური დინამიკა არის, მაგრამ დგას მეორე დიდი პრობლემა „ომიკრონი“, რომელმაც უკვე დიდი შეშფოთება გამოიწვია მთლიანად მსოფლიოში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები