“ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად სექტემბრის ბოლო კვირაში შემცირდა, მანამდე ტემპი საკმაოდ მაღალი იყო”

“ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად სექტემბრის ბოლო კვირაში შემცირდა, მანამდე ტემპი საკმაოდ მაღალი იყო”

ვაქცინაციის შემთხვევაში 60%-ს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება ჩვენთვის საკმარისი, რომ გადავაზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. ჩვენი ამბიცია დღეს არის უფრო მაღალი მაჩვენებელი და გვინდა, რომ 60%-ს გადავცდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა სექტემბრის ბოლო კვირაში.

„ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად სექტემბრის ბოლო კვირაში შემცირდა, მანამდე ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. 25 ათასი აცრა დღის განმავლობაში იყო ის მაჩვენებელი, რომელიც ზაფხულის პერიოდში, აგვისტო-სექტემბრისთვის დაგეგმილი გვქონდა. კარგი იქნებოდა, ეს ტემპი შენარჩუნებულიყო, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

რაც შეეხება დამატებით ინტერვენციებს, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე გადაწყვეტილებამ დააგვიანა. საუბარია ეტაპობრივობაზე და იმაზე, თუ რომელ ინტერვენციას, რა დროს ექნება მეტი ეფექტი. ეტაპობრივად შემოვიდა პროგრამაში წახალისება ლატარიის სახით, ასევე ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობა ძალიან დიდ ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჩაითვალა, რომ ფინანსური წახალისება იქნება კიდევ უფრო აქტიური მექნიზმი იმისთვის, რომ მათი მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს. ეს მთავრობაზე შემოტანილია ცვლილების სახით, ველოდებით, რომ ის დღეს ან ხვალ ამოქმედდება, ხოლო შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ვნახოთ, ეს ინტერვენცია, რა შედეგს მოგცვემს. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისთან, რათა მოვისმინოთ, დამატებით რა სახის ინტერვენციები შეიძლება გამოვიყენოთ ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, მაგრამ მნიშვნელვანია ის, რომ ერთი მიმართულებით, დადებითი მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია. 60%-ს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ 60% ჩვენთვის არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. დღეს ჩვენი ამბიცია უფრო მაღალია. გვინდა, რომ 60%-ს გავცდეთ. ეს არის ძალაინ პრობლემური“, – განაცხადა გაბუნიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები