“ვაქცინასთან ერთად ამ წამლის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“

ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება.
„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება. ამ პრეპარატს გამოაჩნდა თვისება, რომ ვირუსის გამრავლება შეწყვიტოს, აქედან გამომდინარე დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება. ეს იქნება ნამდვილად უდიდესი გარღვევა და ზაფხულისთვის იმედია ეს კვლევები მორჩება. ვაქცინასთან ერთად შემდგომ ამ წამლის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა იმნაძემ.
მსგავსი სიახლეები

ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა ერთობლივად “ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის” საქართველოში მოქმედი ბიზნესის საკონტროლო წილის 50% შეიძინეს.

გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

დავით სერგეენკო: კონკრეტული შემთხვევები მცირდება, თუმცა, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს
