“ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას უსამართლობას რომ ვებრძოდი, სად იყავით?!”

“ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას უსამართლობას რომ ვებრძოდი, სად იყავით?!”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხმაურის ფონზე წარიმართა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაუპირისპირდნენ. სხდომას „ევროპული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძეც ესწრებოდა.

დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის და დავით მათიკაშვილის კითხვას მოჰყვა, თვლის თუ არა შალვა შავგულიძე, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არიან პოლიტპატიმრები. 

„იურიდიულ კომიტეტზე განიხილება საკანონმდებლო წინადადება, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობას გაქვთ დავალება, ეს წინადადება არ მიიღოთ, შეკითხვები გადაგაქვთ პოლიტიკურ საკითხებზე. ზუსტად ეს მიუთითებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს იმ კლანთან… ვერ ხვდებით, რომ იურიდიულ კომიტეტზე ვანო მერაბიშვილის საკითხი არ განიხილება? უსუსურად გამოიყურებით“, – მიმართა შალვა შავგულიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

შავგულიძის საპასუხოდ კი, დავით მათიკაშვილმა დასძინა: „ეს კითხვა ასე რატომ განერვიულებთ?! გაგვეცით პასუხი“ შალვა შავგულიძე: „მე რომ ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას უსამართლობას ვებრძოდი, მათიკაშვილო და ზარდიაშვილო, სად იყავით?! არსებობდით ამ ქვეყანაში? ძალიან გაიჭინთებით, რა. დავით მათიკაშვილი: შეურაცხყოფას არ ვართ, ეგ ჩვენც შეგვიძლია!”

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის საკითხს ეხება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები