„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ის ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე“-ლევან გოგიჩაიშვილი

„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ის ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე“-ლევან გოგიჩაიშვილი

„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ის ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილს სასჯელი კიდევ დაუმძიმდეს, რადგან ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი.
„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული, ასევე იმ ბრალდებაზე, რომელიც არის მის მიმართ. მომავალშიც ალბათ მოხდება სხვა საქმეების წარდგენა, რადგან სულ მუშაობს გამოძიება იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც ის აკეთებდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში მიცემა, იყო კანონიერი და საერთოდ არ მოიცავდა იმ მოტივაციას, რომ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან, ეს არის შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტში და შესაბამისად, რაც არ უნდა ისაუბრონ მისმა მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე. შესაბამისად, ვინც არ უნდა განაცხადოს და დაწეროს „ტვიტერზე“ ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ეს გავლენას ვერ მოახდენს მის სასჯელზე საქართველოში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ დოლმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები