ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მადლობას უხდის თბილისის მერს კახა კალაძეს ნდობის გამოცხადებისთვის

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მადლობას უხდის თბილისის მერს კახა კალაძეს ნდობის გამოცხადებისთვის

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მადლობას უხდის თბილისის მერს კახა კალაძეს ნდობის გამოცხადებისთვის და რაიონის პრობლემების მოგვარების პირობას დებს.

„პირველ რიგში ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა კახიმ გამომიცხადა ნდობა და კიდევ ერთხელ მაქვს საშუალება, რომ მოვუარო ჩემს რაიონს. შესაბამისად, მოვაგვარო ის პრობლემები, რომელიც ჩემს რაიონს აწუხებს, რაც ძალიან კარგად ვიცი. ჩვენ განვაგრძობთ და ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ პროექტებს და განვახორცილებთ ყველა იმ გეგმას, რომელიც ვაკის რაიონში გვაქვს. ვაკეს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ა.შ. თქვენ იცით ბატონი კახის პროგრამის შესახებ, შესაბამისად, პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა მოგვარდეს სატრანსპორტო პრობლემები და მშენებლობების საკითხი”, – განაცხადა ტურძელაძემ.

როგორი იქნება სიცოცხლით სავსე ვაკე, ამ კითხვაზე ტურძელაძემ განაცხადა, რომ “სიცოცხლით სავსეს აქვს ძალიან ბევრი კომპონენტი. შესაბამისად, სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს ჩვენს რაიონში. ეს ნიშნავს ძალიან ბევრ განხორციელებულ პროექტს, ეს ნიშნავს უშუალო ურთიერთობას და დამოკიდებულებას მოსახლეობასთან. ჩვენ მიღების საათები გვაქვს ყოველკვირეულად. ასევე, ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობის”, – განაცხადა ტურძელაძემ.

ხუთ მუნიციპალიტეტში ძველმა გამგებლებმა თანამდებობა შეინარჩუნეს. ხუთ მუნიციპალიტეტში კი გამგებლის პოსტზე კახა კალაძე ახალი კანდიდატურები წარადგინა.

საბურთალოს გამგებლად გაიოზ ვასაძე დასახელდა. ვაკის რაიონი ნოდარ ტურძელაძემ ჩაიბარა; ჩუღურეთის გამგებლად ზურაბ ჩიკვილაძე დაინიშნა; დიდუბის რაიონში – ირმა ზავრადაშვილი; ნაძალადევში – ირაკლი ხელაძე; გლდანში – ბექა მიქაუტაძე; კრწანისში – ლევან ჯაფარიძე; მთაწმინდაზე – დავით კირკიტაძე; ისანში – კახა ლაბუჩიძე; სამგორში – დავით კერესელიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები