ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მთავრობა, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ბოლო დროს გამოკვეთილ პრობლემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მთავრობა, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ბოლო დროს გამოკვეთილ პრობლემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მთავრობა, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ბოლო დროს გამოკვეთილ პრობლემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

კერძოდ, ვახტანგ მახარობლიშვილი განმარტავს, რომ უახლოეს დღეებში, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ჩატარება იგეგმება.
ამასთან, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეეხება სახელისა და გვარის გამოცვლის საკითხს და რეადმისირებული მოქალაქეებისთვის ჯარიმების დაწესებას.

მახარობლიშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, დაიცვან ვიზალიბერალიზაციის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესების დარღვევა დააზიანებს როგორც მათ, ასევე ქვეყანას.

„ჩვენ უკვე ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანიის ორი ტალღა და უახლოეს დღეებში მესამე ტალღაც იგეგმება, რომელიც იქნება კონკრეტულად მიმართული თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის შესახებ, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც გამოიკვეთა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამავდროულად, მთავრობის საგანგებო სხდომაზე განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და იგეგმება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა, ამ ეტაპზე გამიჭირდება კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება. ცვლილებები იქნება მიმართული პასპორტის გაცემაზე, გარკვეული რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება სახელისა და გვარის შეცვლას და ასევე, რეადმისირებული მოქალაქეებისთვის ჯარიმების დაწესებას. რეადმისიის კუთხით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო წარმატებით თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და 95 პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რეადმისირებული მოქალაქეების. რაც შეეხება დანაშაულთან ბრძოლას, ამ კუთხითაც კიდევ უფრო აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები