ვახტანგ გომელაურმა და ისრაელის ელჩმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

ვახტანგ გომელაურმა და ისრაელის ელჩმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს ხაზი გაუსვა. ვახტანგ გომელაურმა ელჩთან საუბრისას ორმხრივ ფორმატში საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების გამართვისა და კონკრეტული მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები