ვახტანგ გომელაური განმარტავს, საქართველოს მიერ საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, რა შემთხვევაში შემოდიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები

ვახტანგ გომელაური განმარტავს, საქართველოს მიერ საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, რა შემთხვევაში შემოდიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტილია.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით განმარტა,მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აქვთ შემოსვლის უფლება და მათთან ერთად, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მისივე თქმით, საქართველოში პანდემიის პერიოდში რუსეთის არაერთი მოქალაქე დარჩა.

„ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს საზღვრები გახსნილია. აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთზე, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდიან ავტომობილებით. მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, როდესაც შემოდის ჩვენი მოქალაქე, ყველა მათგანი ორკვირიან კარანტინში მიდის, ასევე ესენი უმეტესად არიან ორმაგი მოქალაქეები ანუ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე საქართველოს მოქალაქეების შვილები ან მეუღლეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ – ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი უკან გავაბრუნოთ. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს სხვა ქვეყანაში ვერ დავტოვებთ. ამიტომ ხდება ეს, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ რუსული ნომრებით დადიან მანქანები და რუსეთის მოქალაქებები. ასევე, რუსეთის ბევრი მოქალაქეა საქართველოში ისეთი, ვინც კორონავირუსის დროს არ წავიდა და დარჩა საქართველოში, ისინი ლეგალურად არიან და მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან,“ – განაცხადა გომელაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები