ვახტანგ გომელაური დემოკრატიულ კონტროლზე – არ ვფიქრობ, რომ ზედმეტია კონტროლი, პირიქით – კარგია

ვახტანგ გომელაური დემოკრატიულ კონტროლზე – არ ვფიქრობ, რომ ზედმეტია კონტროლი, პირიქით – კარგია

“დიახაც, მეც უნდა მაკონტროლონ, აკონტროლონ ყველა, ჩემი მოადგილეა თუ პოლიციელი
არ გვინდა ჩვენ პოლიციურ ქვეყანაში ცხოვრება”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მისივე თქმით, დღეს იმდენი კონტროლი აქვს პოლიციის, თუ ძალოვანი წარმომადგენლის ქმედებას, რომ საკმარისია.

„მე იმით დავიწყებდი, რომ დღეს იმდენი კონტროლი აქვს პოლიციის, თუ ძალოვანი წარმომადგენლის ქმედებას, საკმარისია რაც არის. საპარლამენტო იქნება ეს, თუ სახალხო დამცველი, ასევე, ახლახანს შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, პროკურატურა თავისთავად. რა თქმა უნდა, ჩვენთან შიგნითაც მუშაობს გენერალური ინსპექცია, რომელიც აკონტროლებს პოლიციელების ქმედებებს და თუ გადაცდომა იქნება, რა თქმა უნდა, პასუხს ვთხოვთ ყველას. მე არ ვფიქრობ, რომ ზედმეტია კონტროლი, პირიქით – კარგია. ჩემი აზრით, ამ გზით უნდა წავიდეთ. ასე უფრო გავძლიერდებით, უფრო მეტად დავიხვეწებით და უფრო სწორი ურთიერთობა იქნება მოქალაქეებთანაც და უფრო მეტად განვვითარდებით. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მაგ გზით უნდა წავიდეთ, ევროპის გზა ეგ არის, სწორი გზა ეგ არის. თუ ჩავკეტავთ ყველაფერს, ყველა კონტროლს, მივიღებთ ისევ ძველ პოლიციას, რაც იყო მანამდე. დიახაც უნდა მაკონტროლონ. მეც უნდა მაკონტროლონ, აკონტროლონ ყველა – ჩემი მოადგილეა თუ პოლიციელი. ისინი არ სჩადიან კანონდარღვევას. კანონში არის ჩარჩოები, რომელსაც არ უნდა გადასცდნენ ეს ადამიანები. კეთილი უნდა ინებონ, მეც მათ შორის და ყველამ, ჩემმა თანამშრომლებმაც, ამ ჩარჩოებში უნდა ჩავჯდეთ. ამ თანამშრომლების შვილებიც იზრდებიან, ჩემი შვილებიც იზრდებიან, ჩვენი მეგობრის შვილები იზრდებიან. პირველ რიგში ჩვენ არ გვინდა ჩვენ პოლიციურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და აქედან გამომდინარე ეს კონტროლი ძალიან კარგია. არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში – ისევ იქითკენ წავალ, არასამთავრობოებისკენ – ასე ვთქვათ უსაფუძვლო ბრალდებები და .. ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა. თუ გავაფუჭეთ კი ბატონო პასუხი უნდა მოგვთხოვონ, მე ვიქნები თუ ჩემი თანამშრომელი იქნება რიგითი. თუ არ გაუფუჭებია ჩემს თანამშრომელს, მე მას დავიცავ კბილებით და ყოველთვის გვერდში დავუდგები.
დღეს მე აქ ვარ, ხვალ მოქალაქე ვიქნები ჩვეულებრივად. ჩემი უფლებები დაცული უნდა იყოს. შვილები მეზრდება, შვილები გვეზრდება ყველას. ან მე რომ წავალ და სხვა მოვა, ხომ შეიცვლება რაღაც, მთავრობა იქნება თუ როცა იქნება თუ როგორც იქნება- აქედან გამომდინარე მე მგონი სწორი გზით მივდივართ ჩვენ, რომ უნდა იყოს კონტროლი რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებმა, ჩემმა მეგობრებმა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები