ვაკეში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი მკურნალობას პალატაში გადის. დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. იგი კონტაქტურია და საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
რაც შეეხება დაჭრილი ქალის მეუღლეს, მან კლინიკაში მკურნალობა რამდენიმე დღის წინ დაასრულა, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
6 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

პრემიერი-„ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომელთა დასაძლევადაც კომპლექსური გეგმა მომზადდა“
