უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში დააკავეს.

უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში დააკავეს.

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი ბ.მ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე საქართველოში, თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ.-ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება.

„ბ.მ.-ს ექსტრადირება საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართალდაცვით სფეროში მყარი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ამერიკა და საქართველო აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას კანონის უზენაესობის დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები