უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ

უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ

უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ და ამიტომ იმედიანად ვარ განწყობილი, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიტროპოლიტ შიოზე მხოლოდ დადებითის თქმა შეუძლია. დეკანოზს მიაჩნია, რომ არსებული ცვლილებები პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.

“მიტროპოლიტ შიოზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ის უაღრესად განათლებულია, ქრისტოცენტრულად მოაზროვნე, პატიოსანი, ეკლესიის გულშემატკივარია, ერთგული და პრინციპული ადამიანია. რაც ხდება, ხდება იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს და თუ რამე პრობლემაა, აღმოიფხვრას. უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ და ამიტომ იმედიანად ვარ განწყობილი”, – აღნიშნა დეკანოზმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები