უცხოური მედია საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ორი მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიებით უკმაყოფილო ათასობით მოქალაქე თბილისში შეიკრიბა, ქვეყნის გენერალური პროკურორი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
„მე ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს“, – ნათქვამია შოთაძეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაში.
სააგენტო “როიტერი” წერს, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღის აგორება სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ორი დაკავებულიდან ერთი მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, ხოლო მეორეს ბრალი მხოლოდ მკვლელობის მცდელობაში დაუდგინდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები