„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ორშაბათს 14 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო და რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.
მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი“,- აცხადებენ აპარატში.
სხდომაში მონაწილეობისთვის მოწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.
მსგავსი სიახლეები

28 მარტს ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა-გიორგი კვირიკაშვილი

“თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები“-კახა კალაძე

პრემიერ- მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

ცივილიზებული ევროპისა და შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად მუშაობა პარლამენტში განაგრძოს-პრემიერი
