უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთიანდება.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთიანდება.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთიანდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა.

გაერთიანებულ უწყებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ერქმევა და მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე იყო, მისი მოადგილე კი შს ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე.

გარდა ამისა, გაუქმდა ოთხი სამინისტრო. გაუქმებულ სამინისტროებს შორის მოხვდა:

  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო გაერთიანდა;
  • ევროპულ და ევროინტეგრაციის სამინისტრო.
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები