უსახლკარო, რომელმაც უცნობის ეზო თოვლისგან გაწმინდა, დააჯილდოვეს

უსახლკარო, რომელმაც უცნობის ეზო თოვლისგან გაწმინდა, დააჯილდოვეს

კანზასში (აშშ) უსახლკარო კაცმა მისთვის უცნობ ადამიანს ეზო თოვლისგან გაუწმინდა, რის გამოც მოგვიანებით სასიამოვნო სიურპრიზის მოწმე გახდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთის მფლობელი აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) მოთამაშე იყო.

სპორტსმენმა კეთილი ადამიანის ვინაობის დადგენა სცადა, რისთვისაც მომხდარის შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.

ალენმა უსახლკარო კაცი რამდენიმე დღეში იპოვა და მადლობის ნიშნად თავის მატჩზე დასასწრები უფასო ბილეთები გადასცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები