ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.

ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.

ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კვების ობიექტში მოხდა.
სკოლის მოსწავლეები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები