უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი თემქაზე მოკლული ახალგაზრდა გოგონას დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ერთი თვის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ასახელებს.

„ანა ნაცვლიშვილი ძალიან კარგი ოჯახის შვილი იყო, პატიოსანი და სიცოცხლით სავსე…
ერთ-ერთი ვერსიით ის სთხოვდა შეყვარებულს, რომ გამოცხადებულიყო პოლიციაში და ეღიარებინა დანაშაული რომელიც მათ შეემთხვათ ცოტა ხნის წინ, კერძოდ კი მისმა შეყვარებულმა ავტომობილით გაიტანა ადამიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…
ანა ეუბნებოდა, რომ ის თუ არ გამოცხადდებოდა ის მივიდოდა პოლიციაში და მისცემდა ჩვენებას…“ – წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი.
აღსანიშნავია, რომ თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს ამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს. ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ მომხდარ მკვლელობას არანაირი კავშირი არ აქვს, ერთი თვის მომხდარ ავარიასთან. მაშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავარიის დროს შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა.
„ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ ლადო გრიგალაშვილს, რომელიც ავტომანქანას მართავდა ავტომობილი დაეჯახა, სადაც მძღოლის ბებია იჯდა. ამ ავარიის შედეგად, ბებია გარდაიცვალა. მაშინ, ექსპერტიზის შედეგად, ლადო გრიგალაშვილის ბრალეულობა არ დადასტურდა და მომხდარი შემთხვევა ადმინისტრაციულად გაფორმდა. აღნიშნულ ავარიას გოგონას მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – ამბობს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი.
ანა ნაცვლიშვილი გუშინ დაკრძალეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები