„უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ექშენი აკლია” – კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

„უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ექშენი აკლია” – კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი უწოდა ომეგა ჯგუფის საქმეზე გამოქვეყნებულ ახალ სკანდალურ ჩანაწერებს.

კალაძის თქმით, ყოველდღე საზოგადოება ისმენს ახალ სისულელეს, რომელიც საინტერესოც კი არ არის.

„საქმე გვაქვს ერთ ძალიან დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს.  ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ექშენი აკლია ნამდვილად. სასაცილოა ეს ყველაფერი“, განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები