უნგრელი მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ.

უნგრელი მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ.

უნგრელი მეღვინეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდენენ  და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, საქართველოს უნგრეთის მეღვინეობის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ  შეწყდა. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია თანამშრომლობის აღდგენა და ერთობლივი კვლევების განხორციელება.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული ჯიშების აღდგენა-კონსერვაციას ეწევა. ჩვენი კოლექცია მსოფლიოში ცნობილია. გარდა კულტურული ვაზისა, ჩვენს კოლექციაში დაცულია ველური ვაზის ჯიშები. ჯიღაურას ბაზაზე ქართული 460-მდე და უცხოური 350-ზე მეტი ვაზის ჯიშია, მათ შორის, რამდენიმე უნგრულიც. გვაქვს სურვილი, უფრო მეტი უნგრული ჯიში შეემატოს ჩვენს კოლექციას“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

უნგრეთის მევენახოებისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნგრეთის მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალსა და განვითარებაზე, ასევე, ინსტიტუტის საქმიანობასა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრელმა სტუმრებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს, საქართველოს ღვინის ქარხნები მოინახულეს, კახეთისა და იმერეთის რეგიონს ესტუმრნენ და აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების მეღვინეობის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები